აშშ-საქართველო

აშშ: ვგმობთ რუსეთის მართული ძალებისგან საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას

მორგან ორტაგუსი
GETTY IMAGES

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერი, მორგან ორტაგუსი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებასა და დაჭრას Twitter-ზე ეხმაურება და რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. 

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრასა და დაკავებას. მოვუწოდებთ [საოკუპაციო ძალებს] დაუყონებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე.

კიდევ ერთხელ, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები". – დაწერა მორგან ორტაგუსმა. 

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 11 ივლისს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავების პროცესში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.

კომენტარები