NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა [გალერეა]

ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2020 - 14:07
tbl.ge/4uxb
დაკოპირდა
Reuters
Getty Images
Getty Images
Reuters
ვლადიმირ პუტინიReuters
Reuters

რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმი 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ტოტალური ბოროტება ჩვენმა ხალხმა დაამარცხა". – თქვა პუტინმა მიმართვაში.

ვირუსის გამო მასობრივი შეკრებები კვლავ აკრძალულია. აღლუმზე გამოსვლამდე ჯარისკაცები კარანტინში იყვნენ. ასევე კარანტინში იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ის ვეტერანები, რომლებიც ღონისძიებას ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრნენ. სტუმრებისათვის კორონავირუსის ტესტის ჩატარება სავალდებულო იყო, თუმცა უშუალოდ ღონისძიებაზე სოციალური დისტანციის ნორმები არ იყო დაცული და დამსწრეებს პირბადეები არ ეკეთათ.

9 მაისის აღლუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. მათმა ნაწილმა 24 ივნისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა კორონავირუსის საფრთხის გამო. მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები. აღლუმს ესწრებოდნენ სერბეთის და ბელარუსის პრეზიდენტები, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები, გარდა თურქმენეთის პრეზიდენტისა.

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პუტინს დაურეკა და უთხრა, რომ აღლუმს ვერ დაესწრებოდა, რადგან 29 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა და აღნიშვნას გეგმავდა. რუსეთში ჩასვლის შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტის დელეგაციის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის ღონისძიებას არ დაესწრო.

აღლუმში მონაწილეობას იღებდა 13 000 სამხედრო, 234 ჯავშანტექნიკა და 75 სამხედრო თვითმფრინავი. აღლუმში ჩინეთის, მონღოლეთისა და სერბეთის სამხედრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.

აღლუმები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, თუმცა 13-მა ქალაქმა ვირუსის გამო ღონისძიების ჩატარებაზე უარი თქვა.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მოსახლეობას მოუწოდა სახლებში დარჩენილიყვნენ და აღლუმისათვის ტელევიზიით ედევნებინათ თვალი. მოსკოვი კვლავ რჩება რუსეთში ეპიდემიის ეპიცენტრად.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსი სულ 599 705 ადამიანს დაუდასტურდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გარდაიცვალა 8 359 ადამიანი, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს რიცხვი ბევრად მაღალია, რადგან, მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ აღიარა, რომ იმ გარდაცვლილებს, რომლებსაც სხვა დაავადებაც ჰქონდათ, არ აღრიცხავდნენ. ამის შემდეგ მათ ოფიციალური რიცხვი რამდენჯერმე შეცვალეს.

მიმდინარე წელს, კორონავირუსის მიუხედავად, სამხედრო აღლუმის ჩატარება პუტინისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან მომავალ კვირას ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმია დაგეგმილი. პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით გაიხანგრძლივოს.

რუსეთივლადიმირ პუტინისამხედრო აღლუმიაღლუმი რუსეთშიკორონავირუსი რუსეთში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕