20 ივნისი

მდინარაძე 20 ივნისზე: რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, დიდი შანსია, აქციაზე მივსულიყავი

იმ დღემ [20 ივნისი] აჩვენა ის, რომ ჩვენი შეცდომით ბოროტად ისარგებლა ვიღაცამ - ამ შემთხვევაში, ეს ვიღაც იყო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა და მისი სხვადასხვა განშტოება. ეს იყო რეალობა, ისარგებლა ბოროტად. 

ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ - რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, იმ დღეს იქ მივსულიყავი საპროტესტო აქციაზე. მაგრამ, როგორც კი დავინახავდი, რომ ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებსა და მავნე ზრახვებში ვჯდებოდი, დავტოვებდი იქაურობას, როგორც ეს გააკეთა იქ მყოფი ადამიანების 9/10-მა. 

ეს არის სულ. იქ იყო საპროტესტო აქცია - მართლა, რეალურად გაბრაზებული მოქალაქე, რომელმაც ნახა და მართლა გასაბრაზებელი იყო, მეც გავრბაზდი - გიჟივით მივვარდი პარლამენტში, გახსოვთ. 

ამბობს ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში 2019 წლის 20 ივნისზე, "გავრილოვის ღამეზე" საუბრისას.

კომენტარები