რუსეთი

რუსეთში შეიარაღებული ძალების ეკლესია პუტინის, შოიგუს და სტალინის ფრესკების გარეშე გაიხსნა

სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი კათედრალის გახსნაზე
Reuters

რუსეთში შეიარაღებული ძალების, აღდგომის სახელობის კათედრალი გაიხსნა, თუმცა იქ აღარ არის პრეზიდენტ პუტინის, თავდაცვის მინისტრის, შოიგუს და სტალინის ფრესკები.

ეკლესიის გახსნა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავზე იგეგმებოდა, თუმცა როგორც წლისთავის აღნიშვნა, ასევე ეკლესიის გახსნა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.

გახსნის ცერემონიას შოიგუ და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. რუსეთის პატრიარქმა კირილმა შოიგუსა და პუტინს კათედრალის აშენებისათვის მადლობა გადაუხადა.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ კათედრალში ყოფილიყო პუტინისა და შოიგუს ფრესკები. ასევე კიდევ ერთ მოზაიკაზე გამოსახული იყო ქალების ჯგუფი წარწერასთან "ყირიმი ჩვენია". ასევე უნდა ყოფილიყო სტალინის ფრესკაც.

რუსეთის ეკლესიაში თქვეს, რომ ფრესკები ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნით ამოიღეს. კრემლში განაცხადეს, რომ პუტინს არ სურს "ნაადრევად იზეიმოს რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის წარმატებები".

კომენტარები