26 მაისი

დეგნანი: როგორც მტკიცე მეგობრები, ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

აშშ-ის საელჩოს სახელით, მსურს ქართველ ხალხს გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. 

ქართველებსა და ამერიკელებს უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს, იმიტომ, რომ ის ჩვენთვის ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება - თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას. როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.  

დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კომენტარები