პოლიტიკური დევნა

მელია: ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასდროს მოატრიალებს

ოლიგარქი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, რითაც ქვეყანამ გამრჯვებას მიაღწია.

მსურს მივულოცო ქვეყანას  მიღწეული გამარჯვება და გაცნობოთ, რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ მოატრიალებს.

ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, თუ ოპოზიცია ერთიანობას არ შეინარჩუნებდა და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს მხარს არ დაუჭერდნენ. ქართული ოცნება საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა, რის გამოც, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ და ვეღარც იქნება მარტო ვერცერთ გადადგმნულ ნაბიჯში, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასდროს, დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას და ამას სჭირდება განვითარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმაურება და ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებიკენ მოუწოდებს.

კომენტარები