პოლიტიკური დევნა

იონათამიშვილი: ოპოზიციას არც 8 მარტს სურდა შეთანხმება და ეს, ფაქტობრივად, მათი იძულება იყო

პარლამენტი

"ოპოზიციას არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს, ფაქტობრივად, მათი იძულება იყო", - უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციას არც შეთანხმება უნდოდა და არც საარჩევნო ცვლილება უნდა. 

"ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ამბობს დეპუტატი.

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მხოლოდ იმ შემთხვევაში არ აპირებს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვან ერთ ნაწილს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს. 

ხელისუფლება კი საერთოდ არ აღიარებს, რომ 8 მარტს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. საუბარია - ირაკლი ოქრუაშვილზე, გიგი უგულავაზე და გიორგი რურუაზე. 

იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიში

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები