პოლიტიკური დევნა

ჯაფარიძე: სამწუხაროდ, დღევანდელ ვითარებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად

თუ მოხდა თაროზე შემოდებული საქმეების გადმოღება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, კრიზისის კიდევ გაღრმავების მცდელობა, დასავლეთისთვის კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ დამთავრებულა – ამის ჩვენება იქნება ეს. სამწუხაროდ, დღევანდელ ვითარებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ჩვენ დღეს ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია და ყველაფერი შესაძლებელია...

ამბობს ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე რუსთავი 2-ის ეთერში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას და ნიკა მელიას საქმეები და მათი პროცესები სასამართლოში კვლავ ჩაინიშნა.

კომენტარები