ახალი კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: კლინიკაში მყოფი 66 პაციენტიდან 8-ის მდგომარეობა საყურადღებოა

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით 66 ადამიანი მკურნალობს, აქედან 13 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა.

სოლოღაშვილის ცნობით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 8-ის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს, 9 მაისს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ.

სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტი, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებულია. მამაკაცს 30 აპრილს, შეტევითი ხასიათის ტკივილების შემდეგ, ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დასჭირდა.

9 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 626 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 297 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 - გარდაიცვალა. საკარანტინო რეჟიმში 4 717 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452.

კომენტარები