აღდგომა 2020

ხუნდაძე: პატრიარქის ეპისტოლე, როგორც სახარება, ბევრჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ქრისტიანმა

პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, საყურადღებოა ჩვენთვის. განსაკუთრებული იყო წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც მსოფლიოში შექმნილ მძიმე განსაცდელს და ჩვენს რწმენაში სიმტკიცეს ეხება. ვფიქრობ, ეს ეპისტოლე როგორც სახარება, ბევრჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ქრისტიანმა

ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს აფასებს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრემ, სამების საკათედრო ტაძარში, პანდემიის დროს, კანონდარღვევით აღსრულებული ღამისთევის ლიტურგიის დასაწყისში წაიკითხა.

კომენტარები