აღდგომა 2020

ილია II: ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარული თანაზიარნი გავხდით

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარული თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს, ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მიჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებბლიერთნი და საყოფელსა მართალსათა დააწესოს ისინი ამინ. 

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

პატრიარქ ილია მეორეს მიმართვას საპატრიარქო ავრცელებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა.

კომენტარები