აღდგომა 2020

დეკანოზი ჯაღმაიძე: 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა

ქრისტე აღდგა!

მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ!
რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად!
9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ეხლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.

ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით, ყველა მწუხარება გაქრება!

ქრისტე აღდგა !

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მოსახლეობას აღდგომას ულოცავს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. ზოგიერთ ტაძარში ირღვეოდა დისტანცია, თუმცა დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ.

კომენტარები