2020 წელს გარდაცვლილები

77 წლის ასაკში, კინოოპერატორი ალენ დევიო კორონავირუსით გარდაიცვალა

theasc.com

77 წლის ასაკში, ამერიკელი კინოოპერატორი ალენ დევიო კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. 

კორონავირუსით დაავადებულ ოპერატორს დიდი ხნის მეგობარმა - სტივენ სპილბერგმა წერილი მიწერა, რომელიც ლოგინად მყოფ დევიოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის წევრებმა წაუკითხეს. ლეგენდარულმა რეჟისორი მეგობრის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

"მე და ალენმა კარიერა ერთად დავიწყეთ, ის იყო შესანიშნავი არტისტი, თბილი და ჰუმანური, უნიკალური ნიჭის პატრონი და ბრწყინვალე პიროვნება." 

დევიომ სპილბერგის სამ სრულმეტრაჟიან ფილმზე - E.T., The Color Purple, Empire of The Sun იმუშავა. კარიერის განმავლობაში ხუთჯერ მიიღო ოსკარის ნომინაცია. მისი უკანასკნელი ნამუშევარია Van Helsing. ბოლო წლებში მიიღო კინოოპერატორთა გილდიისა და კინემატოგრაფისტთა ამერიკული ასოციაცის საპატიო ჯილდოები.

 

კომენტარები