2020 წელს გარდაცვლილები

72 წლის ასაკში ტენორი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

Primetime.ge

72 წლის ასაკში საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა.

ხომერიკი თბილისის ოპერის თეატრში 1977 წლიდან მღეროდა. 1980 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1981-82 წლებში გადიოდა სტაჟირებას მილანის "ლა სკალაში", მონაწილეობდა სპექტაკლებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლელა", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "ტოსკა", "ტრუბადური".

აქვს სახალხო არტისტის წოდება. მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიები.

კომენტარები