2020 წელს გარდაცვლილები

ჩინელი მილიარდერი პროდიუსერი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

ჩინელი ბიზნესმენი 16 დეკემბრის შემდეგ საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა

AceShowbiz

39 წლის ასაკში ჩინელი მილიარდერი პროდიუსერი და თამაშების დეველოპერი, ლინ ქი მოწამლვის შედეგად გარდაიცვალა. მოწამლული ბიზნესმენი საავადმყოფოში 16 დეკემბერს გადაიყვანეს.

ქიმ 2009 წელს ონლაინ კომპიუტერული თამაშების დეველოპერული კომპანია "Yoozoo" დააფუძნა. კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტი "Game of Thrones"-ის მიხედვით შექმნილი თამაში გახდა.

ახლო მომავალში ქის კიდევ ერთი პროექტი, სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალი, "The Three-Body Problem" სტრიმინგ სერვის Netflix-ზე უნდა გამოსულიყო. შოუ ჩინელი ფანტასტის ლიუ ციქსინის ტრილოგიას ეფუძნება(წიგნების საავტორო უფლებები Yoozoo-ს ეკუთვნის). სერიალის შექმნაში "სამეფო კარის თამაშების" შოურანერები დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი იღებდნენ მონაწილეობას.

კომენტარები