ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: ჩვენთან 2 ახალი პაციენტი მოათავსეს, ინფიცირების წყარო დადგენილია

ტვ პირველი

დღეს, 6 აპრილს გამოვლენილი კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 2 ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული სულ 10 პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათი კონტაქტები დადგენილია.

"ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი საყურადღებოა, მიმდინარეობს მკურნალობა. ეს ორი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება. ინფიცირების პირველადი წყარო შესწავლილია, კონტაქტები დადგენილია", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა. ინფორმაცია 10:10 საათზე განახლდა.

მათგან 5 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ისინი საავადმყოფოს არსებული პაციენტების კონტაქტები არიან.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386;

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები