თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.