ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

ჩუგოშვილი: უმრავლესობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილება პარტიას და ქვეყანასაც ძვირი უჯდება

ძალიან არასწორი გადაწყვეტილება [პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება], რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ძალიან ძვირად უჯდება თვითონ უმრავლესობასაც და ქვეყანასაც, რაც უფრო მეტად მაწუხებს, რომ არ მოგატყუოთ, ვიდრე კონკრეტულად ერთი პარტიის ბედი. ქვეყნისთვისაც მძიმეა ეს ყველაფერი.

ეს ძალიან აზიანებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, აზიანებს ეკონომიკას, აზიანებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს და, შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა და იმედია, დროულად გამოვალთ ამ პროცესებიდან

ქართული ოცნების უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ტვ პირველის ეთერში ასე ეხმაურება პარტიიდან კიდევ ერთი დეპუტატის, აკაკი ზოიძის, წასვლას, რომელმაც უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო მანდატიც დატოვა. ზოიძე ქართული ოცნების მე-13 დეპუტატია, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა.

კომენტარები