ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

ძიძიგური პროპორციულის ჩავარდნაზე: ამით ყველაზე მეტად სწორედ ბიძინა ივანიშვილი დაზარალდა

რა სცენარიც ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას შესთავაზა, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან მისი დეპუტატები და აქედან გამომდინარე მოხდა ეს ამბავი. შეიძლება, ეს ასეა, შეიძლება, არ არის. მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა ამ მომხდარის შედეგად, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ქვეყნისა და მმართველი პარტიის ლიდერი, რომელიც იყო ამ იდეის ინიციატორი. 

5 თუ 6 თვე იყო გასული, უმრავლესობის სხდომაზე ვისხედით და იყო იქ აზრთა სხვადასხვაობა. მე ვიყავი გულმხურვალე მხარდამჭერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა არამხოლოდ იქ, არამედ მერე თვითონ ქართული ოცნების თხოვნით, ეთერებში დავდიოდი და ამ თემაზე ვლაპარაკობდი და ყველას ვუხსნიდი, რა მნიშვნელობა აქვს ამას.

მერე უცბად აღმოჩნდა, რომ ფაფუ, დამთავრდა. 6 თვის განმავლობაში რასაც ვლაპარაკობდი, ის ჩავარდა

ზვიად ძიძიგურმა ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მან ქართული ოცნების უმრავლესობა და ვიცესპიკერის პოსტი დატოვა

კომენტარები