ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

თამარ ჩუგოშვილი: თანამდებობას ჩალის ფასი აქვს, როცა ის ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება

დგება ხოლმე პერიოდი, განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ეს მომენტი დგება, რაც პრაგმატულად აწყობს პარტიას, აღარ აწყობს ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ დროს განსაკუთრებით მმართველი პარტია.

ახლა უკვე ზუსტად შემიძლია, გითხრათ, რომ თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს, თუ გაქვს განცდა, რომ შენი პოზიციაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება და არ ემსახურება

დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მან ქართული ოცნების უმრავლესობა და პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.

კომენტარები