სინოდის სხდომა

გახარია: ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით

საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქი ლოცვა-კურთხევით

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. დღეს, მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, "პედარასტიასა და მამათმავლობის" ცოდვითაა შეპყრობილი.

კომენტარები