ორწლიანი პაუზის შემდეგ, წმიდა სინოდი დღეს, 14 თებერვალს, 12:00-ზე შეიკრიბება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე იმსჯელებენ მღვდელმთავრები.
"არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად" - თქვა დეკანოზმა ანდრიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად და აღნიშნა, რომ "ვნახოთ, პატრიარქი გამოიტანს საკითხებს".
წმიდა სინოდის სხდომა ბოლოს 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა.