სინოდის სხდომა

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა. სინოდის სხდომის დღის წესრიგი საზოგადოებისთვისაც და მღვდელმთავრების ნაწილისთვისაც უცნობია. საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადებით, სინოდი სავარაუდოდ ვაქცინაციის შესახებ იმსჯელებს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ახალქალაქის, კარისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც საპატრიარქოში შესვლამდე. 

ეკლესიის უმაღლეს მმართველ ორგანოს ვაქცინაციაზე მსჯელობისთვის ლეგიტიმური მიზეზი აქვს – საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელი და მღვდელმთავარი ანტიმეცნიერულ და ანტივაქსერულ ქადაგებებს წარმოთქვამს. 

სინოდი სავარაუდოდ იმსჯელებს ჭყონდიდელყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას შესახებ, რომელიც სინოდის განწესებას არ დაემორჩილა მას მერე, რაც ჯერ მას გაფრთხილება მისცეს, ხოლო შემდეგ მღვდელმოქმედება შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს. მღვდელმთავარმა სინოდის სხდომის შემდეგ, სადაც მას მონასტერში წასვლა მოსთხოვეს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია "პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით" შეპყრობილად მოიხსენია და დღემდე იმავეს იმეორებს.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დაწყებამდე პეტრე ცაავაზე თქვა, რომ "საეკლესიო წესებით, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯებიან".

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია, წალკის ეპარქია, რუსთავის ეპარქია და გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია და გიშისა და ქურმუხის ეპარქია შეიქმნა არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად გამორჩევის შემდეგ, თუმცა ის ეპისკოპოსად აღარ აკურთხეს და შექმნილი კათედრა არც არასდროს შევსებულა.

ამასთან, სინოდი, სავარაუდოდ, იმსჯელებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. სხდომის მდივანია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

კომენტარები