პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ცქიტიშვილის თქმით, ინვესტიციების დინამიკა პოზიტიურია, როცა ინვესტიციებმა შარშან 35%-ით იკლო

საქართველოს მთავრობა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, რომ გასული წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის მხრივ.

მაშინ, როცა 2018 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით შემცირდა.

როცა ჟურნალისტებმა ცქიტიშვილს რიცხვების შესახებ მიუთითეს, მან თქვა, რომ შეიძლება შეცდა, თუმცა "ინვესტიციების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური".

სტატისტიკა ამ შემთხვევაშიც საპირისპიროზე მეტყველებს. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა და 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.

"შესაძლოა, შევცდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მახსოვს, რომ ჩვენი ინვესტიციების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა კლება ინვესტიციების ნაწილში, თუმცა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს არის კლება, რომელიც არის კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებული.

მაგრამ მთლიანობაში, ინვესტიციების დინამიკა ჩვენც ქვეყანაში არის მკვეთრად პოზიტიური." - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კომენტარები