სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით ეს 41.7%-ით ნაკლებია.
საქსტატის თანახმად, შემცირების ძირითად მიზეზები არის "მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში".
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო, რომელზეც ინვესტიციათა 44.2% მოდის. მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია ჯამური ინვესტიციების 17%-ით. მესამე ადგილზე პანამაა 11.9%-ით, რომელიც ეროვნული ბანკის თანახმად ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაშია.