პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით შემცირდა – საქსტატი

REUTERS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $496.6 მილიონი შეადგინა. 

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის IV კვარტლის მონაცემს 53.3%-ით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით,  17%-ით გაიზარდა და $300.2 მილიონი შეადგინა, რომლის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 60.5%-ია.

გარდა ამისა, საქსტატის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეინვესტიციამ (სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის) კი $189.6 მილიონი შეადგინა და შესაბამისად, მისი წილი 38.2%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება სავალო ვალდებულებების მაჩვენებელს, რომელშიც აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები, მან $6.8 მილიონი შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა  48.2%-ით ნიდერლანდები აღმოჩნდა ($239.6 მილიონი).

მეორე ადგილზე იაპონიაა $63.2 მილიონით (12.7%), ხოლო მესამეზე აშშ - $54.7 მილიონით (11.0%).

2023 წლის I კვარტალში საქართველოს 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა:

  • ნიდერლანდები - $239.6 მილიონი
  • იაპონია - $63.2 მილიონი
  • აშშ - $54.7 მილიონი
  • თურქეთი - $47 მილიონი
  • რუსეთი - $28.2 მილიონი
  • მარშალის კუნძულები - $23.7 მილიონი
  • ყაზახეთი - $20 მილიონი
  • ჩინეთი - $19.9 მილიონი
  • დანია - $11.1
  • შვეიცარია - $10.3

უმსხვილესი სექტორები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • დამამუშავებელი მრეწველობა - $226.3 მილიონი
  • ვაჭრობა - $90.7 მილიონი
  • ტრანსპორტი - $43.3 მილიონი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - $42.3 მილიონი
  • ენერგეტიკა - $39.2 მილიონი

კომენტარები