არქეოლოგია

ეგვიპტეში არქეოლოგებმა 20-ზე მეტი ხის უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს

BBC

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორთან ახლოს არქეოლოგებმა 20-ზე მეტი ხის უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს.

სარკოფაგები თებეს ნეკროპლისში, ასასიფში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, სარკოფაგები რომელი პერიოდით თარიღდება და დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, შაბათს, ლუქსორის პრესკონფერენციაზე გამოცხადდება.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს თქმით, სარკოფაგები "ბოლო რამდენიმე წლის აღმოჩენათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია".

ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ თქვა, რომ ლუქსორის რეგიონში უძველესი "ინდუსტრიული მხარე" აღმოაჩინა, რომელიც, ოდესღაც, სამეფო სამარხებისთვის დეკორატიული ნივთების, ავეჯისა და ჭურჭლის წარმოების ადგილსამყოფელი იყო, მათ შორის კი მრავალი ჭურჭელი ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის პერიოდით თარიღდება.

ასასიფში სამარხების უმეტესობა, რომელიც მეფეთა ველთანაა ახლოს, ძვ.წ 664-332 წლებს ეკუთვნის. აგრეთვე, გვხვდება სამარხები ეგვიპტის მე-18 დინასტიიდან, ძვ.წ 1550-1292 წლებიდან, რომელიც ცნობილ ფარაონების: იაჰმესის, ჰატშეფსუტის, თუტმოს III, ამენჰოტეპ III, ეხნატონისა და ტუტანხამონის სარკოფაგებს მოიცავდა.

კომენტარები