არქეოლოგია

ახალი კვლევის მიხედვით, შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისარი მეტეორიტისგან დამზადდა

Courtesy Journal of Archaeological Science

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისარი მეტეორიტისგან არის დამზადებული.

ძვ.წ 900-800 წლებით დათარიღებული ისრის თავი 39 მილიმეტრის სიგრძისაა. ის შვეიცარიაში, მკვლევართა ჯგუფის მიერ მე-19 საუკუნეის გათხრების დროს ბიელის ტბაზე მოწყობილ ადგილას აღმოაჩინეს. 

კვლევაში ნათქვამია, რომ თითქმის 3 000 წლის არტეფაქტი მეტეორიტის ნარჩენებისაგან შეიქმნა, რომელიც ესტონეთში უნდა ჩამოვარდნილიყო. მსგავსი ქიმიური შემადგენლობით ევროპაში მხოლოდ სამი მეტეორიტია ცნობილი, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ ყველაზე სავარაუდო წყარო, სწორედ, ძვ.წ 1500 წელს კაალიარვში, ესტონეთში ჩამოვარდნილი მეტეორიტია. მან მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი მცირე ფრაგმენტი დატოვა.

აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ მეტეორიტული რკინით ევროპაში ძვ.წ 800 წლიდან ან უფრო ადრინდელი პერიოდიდან ვაჭრობდნენ.

კომენტარები