NDI-ის კვლევა

NDI: ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47% წამლების საფასურს ასახელებს

NHS

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი არის მოსახლეობის 13%, ნაწილობრივ კმაყოფილია 58%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 16%, ძალიან უკმაყოფილო კი - 9%.

ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47 % წამლების საფასურს ასახელებს, შემდეგ მოდის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა - 24%, 14% ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდ გამოწვევად სამედიცინო მომსახურების საფასურს ასახელებს, წამლების დაბალი ხარისხი - 5%, ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში 3%. ჩამოთვლილ გამოწვევებს შორის არის და 1-1% აქვს, საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი, საავადმყოფოების სიმცირე და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ძალიან დადებითად 23% აფასებს, ნაწილობრივ დადებითად - 59%, ნაწილობრივ ან ძალიან უარყოფითად კი ჯამში - 13%.

მოსახლეობის 64% ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობს, 34% კი ამბობს, რომ არა.

მათგან, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს, 10% ამბობს, რომ პროგრამა მათ ყველა სამედიცინო ხარჯს ფარავს, 48% ამბობს, რომ ხარჯების ძირითად ნაწილს ფარავს, 34% ამბობს, რომ მცირე ხარჯებს, 2% ამბობს, რომ საერთოდ არ ფარავს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები