კრამერმაც და ბრაიზამაც სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, რომ საქართველო არ არის კრამერების და ბრაიზების საცდელი ლაბორატორია. ვითხოვ, დაიწყოს გამოძიება კრამერის და ბრაიზას წინააღმდეგ - ცილისწამებელი და მატყუარა არის მეთიუ ბრაიზა და მოძალადე და მატყუარა არის დევიდ კრამერი, მოძალადეები და მატყუარები არიან ციხის მწამებლები - სააკაშვილი და ბოკერია
tbl.ge/405v
დაკოპირდა

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს და მეთიუ ბრაიზას სიცრუესა და ძალადობაში ადანაშაულებს. ირმა ინაშვილი 10 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. შეჭრისას, ირმა ინაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ ინაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. მან აღნიშნა, რომ ინაშვილი ამის გამო აშშ-ში ციხეში მოხვდებოდა.
ამავე თემაზე
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები
- საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე




