რუსეთი

ნამჩავაძე: ბოლო 10 წელში რუსეთის მოქალაქის საშუალო თვიური შემოსავალი მხოლოდ $10-ით გაიზარდა

ბოლო 10 წელიწადში (ათში! 1 ან 2-ში კი არა) რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 9.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 8.8%-ით.

2008 წელს რუსეთის მოქალაქის საშუალო წლიური შემოსავალი იყო 81 745 რუბლი, 2018 წელს კი 89 467 რუბლი (ინფლაციის ეფექტი, ანუ ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება უკვე გამოკლებულია). 10 წელიწადში საშუალო წლიური შემოსავალი 7 722 რუბლით გაიზარდა, რაც თვეში 643 რუბლია.

უფრო მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, რუბლებში მომატებული შემოსავალი დოლარში გადავიყვანოთ. დღევანდელი კურსით (1$=66 რუბლს), 10 წელიწადში რუსეთის მოქალაქის საშუალო წლიური შემოსავალი $117-ითაა გაზრდილი, რაც თვეში დაახლოებით $10-ია. არ მეშლება და არც თქვენ გეჩვენებათ, მართლა $117 და $10.

10 წელი ელოდა ადამიანი, რომ ახლა თვეში $10-ით მეტი ჰქონდეს შემოსავალი. თან ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე მეტი ბუნებრივი რესურსი აქვს.

რუსეთში სად მიდის მომატებული შემოსავალი და რამდენად მიაღწია თუნდაც ამ 10-მა დოლარმა უბრალო მოქალაქემდე, კიდევ სხვა საკითხია.

მშვიდობიანი გზით რომ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამისთვის აუცილებელი თუ არა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა რუსეთს დავეწიოთ ეკონომიკური განვითარებით. რუსეთი რომ ფაქტორივად ერთ ადგილზეა გაჩერებული ეს საქმეს გვიიოლებს, მაგრამ ჩვენ ეკონომიკის ზრდის 2-ჯერ მეტი ტემპი მაინც გვჭირდება, ვიდრე ბოლო წლებში გვაქვს

წერს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე Facebook-ზე.

კომენტარები