რუსეთი

G20 სამიტზე პუტინი საკუთარი თერმული ჭიქით მივიდა

Alex Kokcharov / Twitter

28 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე საკუთარი თერმული ჭიქით მივიდა.

პუტინი თერმული ჭიქით ოსაკაში მსოფლიოს ლიდერებთან ერთად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე გამოცხადდა. თერმულ ჭიქაზე რუსეთის ეროვნული სიმბოლო, ორთავიანი არწივი იყო გამოსახული.


ფოტო: Alex Kokcharov / Twitter

პუტინის ჭიქაზე მისმა სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა - "ეს იმიტომ, რომ ის ჩაის სულ თავისი თერმული ჭიქიდან სვამს". 

სოციალურ მედიაში პუტინის ჭიქის სურათების გავრცელების შემდეგ მომხმარებლები ხუმრობდნენ, რომ პუტინს, შესაძლოა, პარანოია აწუხებს. 

იაპონიაში ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის ორდღიანი სამიტი 28 ივნისს დაიწყო.

კომენტარები