საქართველო-რუსეთი

ქადაგიძე: 2006 წლის ემბარგოს მერე 15%-იან ვარდნას ელოდნენ, 2007 წელს 12.6%-იანი ზრდა გვქონდა

მხოლოდ მშრალი სტატისტიკა.

2006 წელს როდესაც ჩვენმა “ჩრდილოელმა ძმამ” სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოგვიცხადა, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მასზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდიოდა.

ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას და რთულ ეკონომიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებდნენ.

რეალურად კი 2006 წელს 9,4%, ხოლო 2007 წელს 12,6% რეკორდული ზრდა გვქონდა.

ჰოდა თუ მოვინდომებთ ყველაფერი შეგვიძლია!!!

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე

კომენტარები