სოფლის მეურნეობა

პრემიერი: განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს

ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები"

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ბახტაძის ამ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები