სოფლის მეურნეობა

ღარიბაშვილი: ვიწყებთ 50-მილიონიან პროგრამას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"ვიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას, რომლის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებსაც სექტემბრიდან შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას". – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეს დახმარება იქნება უპრეცედენტო რაოდენობის მხრივ. ამასთან ერთად, საგრანტო თანადაფინანსება ორ კატეგორიად დაიყოფა: 20 000 ლარამდე ტექნიკის შეძენისთვის გაიცემა 35%-ის ოდენობით დაფინანსება, ხოლო 20-100 000-მდე ღირებულების შემთხვევაში 30%-იანი დახმარება.

"საქართველოს მთავრობამ 10-წლიან გეგმაშიც გაითვალისწინა, რომ ყოველ წელს ჩვენ გვექნება სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება, იმისთვის, რომ დეფიციტი აღმოიფხვრას. ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ახალი ტექნიკის საჭიროებასაც ქმნის. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ უკვე 1-ლი სექტემბრიდან განაცხადების მიღებას 50-მილიონიან პროგრამაზე - ასეთი თანადაფინანსება არასოდეს ყოფილა, ეს იქნება უპრეცედენტოდ დიდი თანადაფინანსება, რათა შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგია. აქვე გვექნება საგრანტო თანადაფინანსება. გრანტი იქნება 35%-ის ოდენობით როგორც 20 000 ლარამდე ტექნოლოგიისთვის, ასევე 20-100 000-მდე ღირებულების შემთხვევაში - ასეთ დროს 30%-ი იქნება თანადაფინანსება". – ამბობს ლევან დავითაშვილი. 

კომენტარები