რუსეთი

ლევადა ცენტრის კვლევით, რუსეთის 70% სტალინის როლს დადებითად აფასებს - ეს ისტორიული რეკორდია

სტალინის ხატი

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პიროვნების მიმართ დადებითმა შეფასებამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. 

საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს (52% მეტნაკლებად დადებიტად აფასებს, ხოლო 18% - აბსოლუტურად დადებითად). რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 19% აფასებს მას უარყოფითად (14% - მეტნაკლებად უარყოფითად, 5% - აბსოლუტურად უარყოფითად). 

პასუხის გაცემაზე უარი 11%-მა განაცხადა. 

რუსული მედიის ცნობით, ეს სტალინისადმი დადებითი შეფასების ისტორიული რეკორდია. 2000-იანი წლების დასაწყისში მათი რიცხვი, ვინც სტალინს დადებითად ან უარყოფითად აფასებდა, თითქმის ტოლი იყო. 

2008-2014 წლებში საბჭოთა ლიდერის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება გაიზარდა. 2015 წლიდან კი ნელნელა იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტალინს ნეიტრალურად ან უარყოფითად აფასებენ. 

კომენტარები