დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმების ალტერნატივებს განიხილავს

HOC

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს პრემიერმინისტრის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ალტერნატივები განიხილონ.

ცვლილებას მხარი 329 პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 302 იყო. მომხრეებს შორის იყო 3 მინისტრიც, რომელთაც თანამდებობა დატოვეს. თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და ბიზნესის მინისტრები.

მთავრობას და პრემიერმინისტრს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება სახელმწიფო ინსიტუტებს შორის ბალანსს დაარღვევს და საშიშ პრეცედენტს შექმნის. ტერეზა მეის არ დაუკონკრეტებია დაემორჩილება თუ არა პარლამენტში ამ პროცესის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. მეის თქმით შესაძლოა პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი ევროკავშირმა არ მიიღოს.

პარლამენტარები კენჭს უყრიან სხვადასხვა ალტერნატივას, მათ შორის შესაძლო განიხლონ ახალი რეფერენდუმის ჩატარებაც, რაც პარლამენტმა ერთხელ უკვე დაბლოკა.

პარლამენტი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს კანონს, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადას 29 მარტიდან 12 აპრილამდე გადაწევს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ დრომდე ბრექსითის თაობაზე შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდება, ბრიტანეთს გასვლის ხანგრძლივად გადავადება მოუწევს. ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 23-26 მაისსა ჩანიშნული.

კომენტარები