დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 312 ხმით 308-ის წინააღმდეგ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას მხარი არ დაუჭირა.
ამის შემდეგ პარლამენტი ბრექსითის ვადის, რომელიც ამჟამად 29 მარტითაა განსაზღვრული, გადაწევას უყრიან კენჭს. ამის შემდეგ მათ ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ, თუმცა ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა თქვა, რომ მზად არიან ვადა გადაწიონ, თუ ბრიტანეთს დამაჯერებელი მიზეზი ექნება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმებამ პარლამენტში კიდევ ერთი მარცხის განიცადა. მეის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას გუშინ 242-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 391 იყო.
კენჭისყრამდე, ტერეზა მეიმ გრიმსბიში გამოსვლისას თქვა, რომ თუ პარლამენტარები მის ბრექსითის შეთავაზებს მხარს არ დაუჭერენ, შესაძლოა ბრიტანეთმა ევროკავშირი ვერასოდეს დატოვოს.
მის მიერ მიღწეულმა ბრექსითის შეთანხმებამ გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა, ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააგრძელა.
პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გარეთ, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს და მიიღებს ზომებს, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე, შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, მყარი საზღვარის გაჩენა აიცილონ თავიდან.