ბრექსითი

დიდი ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსითის შემდეგ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ბორის ჯონსონი და ურსულა ფონ დერ ლეიენი

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსითის შემდეგ ურთიერთობების რეგულირებისათვის სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მათ ვერ მოახერხეს შეთანხმებისთვის მიეღწიათ დადგენილ ვადებში, თუმცა მოლაპარაკებები გააგრძელეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.

"ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი ჩვენს ფულზე, საზღვრებზე, კანონებზე, ვაჭრობასა და სათევზაო წყლებზე". - განაცხადეს მათ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ სადავო საკითხებზე, როგორიც იყო თევზაობა, ბიზნესის კონკურენციის წესები და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობა:

"კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. სამართლიანია, დაბალანსებული და ორივე მხრიდან სწორი და პასუხისმგებლობით აღვსილი ნაბიჯია. წარმოგიდგენთ სამ მაგალითს: ჩვენს საერთო ბაზარზე კონკურენცია სამართლიანი იქნება. პატივს ვცემთ ევროკავშირის კანონებს და სტანდარტებს. თუ სამართლიანი კონკურენცია დაირღვევა, გვაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები რეაგირებისათვის. მეორე საკითხია, რომ დიდ ბრიტანეთთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც ორივე მხარის ინტერესებშია, მაგალითად, კლიმატის ცვლილების, ენერგოუსაფრთხოების და ტრანსპორტისა. ერთად კვლავ უფრო მეტს ვაღწევთ, ვიდრე ცალ-ცალკე. მესამე საკითხია, რომ მივაღწიეთ 5.5 წლით გაწერილ გეგმას ჩვენი მეთევზეებისათვის". - თქვა მან.

უახლოეს წუთებში პრესკონფერენციას გამართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც.

კომენტარები