აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

კომიტეტის სხდომა, სადაც აბაშიძეს უსმენენ დეპუტატების სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე დაიხურა

სალომე სამადაშვილი, გიგი წერეთელი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და დიმიტრი ცქიტიშვილი საგარეო კომიტეტის სხდომაზე
ტაბულა

პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომა, რომელსზეც პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს, უსმენენ, დახურულ ფორმატში გრძელდება. 

სხდომა აბაშიძე-კარასინის ფორმატში ჩატარებულ ბოლო შეხვედრას ეხება, რომელიც 27 თებერვალს გაიმართა და რის შემდეგაც კარასინი თბილისს "უსიამოვნო მოულოდნელობებით" დაემუქრა. 

სხდომის დახურვის ინიციატორი კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა იყო, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატები უჭერდნენ მხარს. ოპოზიციური პარტიების, ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, გიორგი კანდელაკი და სალომე სამადაშვილი ითხოვდნენ, რომ სხდომა ღია ყოფილიყო. 

სხდომის დახურვის მომხრეთა არგუმენტი ის იყო, რომ სხდომაზე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები უნდა განხილულიყო და სწორედ ამის გამო უნდა დახურულიყო სხდომა, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხი იყო, რომ სხდომა მხოლოდ დროებით დახურულიყო მაშინ, როდესაც აბაშიძე ისეთ საკითხზე დაიწყებს საუბარს, რომელიც არ უნდა გასაჯაროვდეს, მანამდე კი, ოპოზიციური დეპუტატების მოსაზრებით, სხდომა ღია უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის, რათა მათ გაეგოთ, რაზეა საუბარი. 

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნების დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის, ევროპული საქართველოს, დეპუტატ გიგა ბოკერიას შორის, რის შემდეგაც მანდატურმა ცქიტიშვილი იმავე ოთახში სხვა ადგილას გადასვა. ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განმარტა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. 

კომენტარები