ასეთ ტონალობაში [მუქარის ენით] კარასინთან შეხვედრაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც საჯაროდ გაკეთდა. იქ, შეხვედრაზე ასეთი სახის საუბარი არ ყოფილა. სხვათა შორის, ამ ჩვენს შეხვედრებს, მინდა, ხაზი გავუსვა, ესწრებიან საგარეო უწყების წარმომადგენლები, ეკონომიკის უწყების წარმომადგენლები, ჩვენი დელეგაციის წევრი აქ არის და ისიც დაადასტურებს, თუ როგორ წარიმართა იქ მუშაობა და საერთოდ როგორ მიმდინარეობს. იქ ასეთი ტონალობით საუბარი არ ყოფილა, თუმცა ამაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა
აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე მუქარის ტონი არ ყოფილა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს
tbl.ge/3iq8
დაკოპირდა
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. შეხვედრის შემდეგ, 27 თებერვალს კარასინი ქართულ მხარეს "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებით" დაემუქრა.
გრიგორი კარასინიზურაბ აბაშიძეაბაშიძე-კარასინის ფორმატიაბაშიძე-კარასინის შეხვედრარუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
ამავე თემაზე
- კარასინი: ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი, თუმცა, გვახსოვს ეს ეპიზოდი
- ქაცარავა აბაშიძეზე: კომიტეტი, სადაც განიხილებოდა სენსიტიური საკითხი, უნდა დაგვეხურა
- ვოლსკი აბაშიძის მოსმენაზე: პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ამომწურავი, ხანდახან ვრცელიც კი
- კომიტეტის სხდომა, სადაც აბაშიძეს უსმენენ დეპუტატების სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე დაიხურა
- აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე სიტყვა არ თქმულა, რატომ უნდა განგვეხილა ეს?