იუსტიციის მინისტრი

ნონიაშვილი: იუსტიციის სამინისტრომ კომენტარის გამო დამბლოკა

ტაბულა

იურისტმა გიორგი ნონიაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქ გვერდმა ის თამაზ ახობაძის საქმეზე დაწერილი კრიტიკული კომენტარის გამო დაბლოკა

"ამ კომენტარებში ახობაძეს ვინც აძაგებს და ცდილობს ყალბი ინფორმაცია გაავრცელოს მათ პროფილებს გადავხედე. 4 პროფილიდან 3 ფეიკ პროფილია. ტროლები არიან. სამივე პროფილი 2016 წლიდან იწყებს აქტიურობას და ძირითადად იუსტიციის სამინისტროს ქებით არის დაკავებული. ერტი და იგივე შინაარსის პოსტებს აზიარებენ. ხელწერა ერთგვაროვანია.

1 პროფილი ნამდვილია, ქართული ოცნების აქტიური აქტივისტია. ისიც ძირითადად იუსტიციის მინისტრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ჰოდა რისი თქმა მინდოდა: გრცხვენოდეთ ქალბატონო მინისტრო რუსული მეთოდებით კამპანიის წარმოების გამო. გრცხვენოდეთ ამ ღვარძლიანი განცხადებისთვისაც. ვიცი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები აკვირდებიან ამ ამბავს. ცხადია, ისინი ღიად მხარდაჭერას ვერ უცხადებენ თამაზ ახობაძეს. თუმცა, სამარცხვინოდ რომ იქცევა მათი უფროსობა, ამას ყველა ხედავს." - წერია ნონიაშვილის კომენტარში. 

კომენტარები