იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: მთლიანად ვენდობი მომავალი პრემიერის არჩევანს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის განცხადებით ის ირაკლი ღარიბაშვილის არჩევანს, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ენდობა. მისივე თქმით ის წარდგენილ კანდიდატურას არ იცნობს. 

"არავითარი მიზეზი და საფუძველი არ გამაჩნია, რომ მომავალი პრემიერის არჩევანს, ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში, არ ვენდო... ბატონ ოთარს მე პირადად არ ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი. თუმცა, მთლიანად ვენდობი მომავალი პრემიერის არჩევანს. ჩვენ გვექნება ალბათ ამის შესახებ საუბარი. რაკი ის ენდობა ოთარ ფარცხალაძეს, მე არავითარი მიზეზი და საფუძველი არ გამაჩნია იმისთვის, რომ ამ არჩევანს არ ვენდო, - განაცხადა წულუკიანმა. 

მთავარი პროკურორის თანამდებობას, ოთარ ფარცხალაძე დაიკავებს. ფარცხალაძეს ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს.  საქართველოს კანონით პროკურატურის შესახებ, მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის, 2013 წელს შეტანილი ცვლილების მიხედვით,  პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 

კომენტარები