იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრად ღარიბაშვილმა თავისი ყოფილი მოადგილე, რატი ბრეგაძე წარადგინა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე თავისი ყოფილი მოადგილე, რატი ბრეგაძე წარადგინა. იგი გოჩა ლორთქიფანიძეს ჩაანაცვლებს. 

"ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, მას გულწრფელი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო.  

რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ასევე იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი". - ამბობს ღარიბაშვილი. 

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 19 დეკემბერს აირჩიეს

კომენტარები