დოლანდ ტრამპი

ტრამპის საშობაო სიურპრიზი - პრეზიდენტი ერაყში ამერიკელ ჯარისკაცებს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მეუღლესთან, მელანია ტრამპთან, ერთად ერაყში ამერიკელ ჯარისკაცებს მოულოდნელად ეწვია. ვიზიტი ჩუმად დაიგეგმა. მედიის ნაწილი წერდა, რომ ტრამპი საშობაოდ ჯარისკაცებთან სტუმრობის საპრეზიდენტო ტრადიციას არღვევდა.

პრეზიდენტი ორ ადგილს ეწვევა და 5000 სამხედრო მოსამსახურეს მიმართავს. 

გასული კვირა ტრამპისთვის რთული იყო. მან სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას მოაწერა ხელი. ტრამპის თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და ამერიკელი სამხედროები სახლში უნდა დაბრუნდნენ. ამერიკულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას გეგმავს. გეგმას კრიტიკა მოჰყვა მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაშიც. უთანხმოების გამო გადადგა თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი.

ოფიციალური პირები, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ში ავღანეთში განთავსებული ძალების ნახევარი, დაახლოებით 7,000-მდე ჯარისკაცი დაბრუნდება. 

ასევე, კედლის მშენებლობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო აშშ-ის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა, რის გამოც მთავრობა ნაწილობრივ დახურულია.

კომენტარები