უკრაინა-რუსეთი

უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუს კაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, 16-დან 60 წლამდე რუსი კაცები უკრაინაში შესვლას ვეღარ შეძლებენ.  

შეზღუდვები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პოროშენკო კიევში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და საზღვრის დაცვის უფროსს შეხვდა.

"ეს შეზღუდვა არ მისცემს რუსებს საშუალებას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე "პრივატული" არმიები შექმნან."- დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე. პოროშენკო გულისხმობდა რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რომლებმაც 2014 წელს ჯგუფები აღმოსავლეთ უკრაინაში ხელისუფლებასთან საბრძოლველად შექმნეს. 

გამონაკლისი იქნება "ჰუმანიტარული შემთხვევები", მაგალითად, როდესაც ვინმე დაკრძალვაზე მიდის. რუსეთის თქმით, ისინი არ აპირებენ საპასუხო ზომების მიღებას. 

სამხედრო მდგომარეობა უკრაინის 10 რეგიონში 26 დეკემბერს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამ სამხედრო კატერსა და 24 მეზღვაურს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და ხომალდები დაატყვევა. დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო.

კიევის განცხადებით, ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ, ამიტომ კიევი რუსეთის ქმედებას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს. მოსკოვის თქმით, საზღვაო შეტაკება უკრაინასთან პროვოკაცია იყო. 

ეს არის ყველაზე სახიფათო დაპირისპირება ყირიმის ზღვაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა 2014 წელს. 

სამშაბათს, პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისგან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშეა. "რუსეთმა საზღვრებთან არსებულ ბაზებზე ტანკების რაოდენობა სამჯერ გაზარდეს"- განაცხადა პრეზიდენტმა.  

სამხედრო-საომარი მდგომარეობა უკრაინის რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები