ჰიპ-ჰოპი

ლეონარდ კოენის ახალგამოქვეყნებული ლექსი: კანიე უესტი არაა პიკასო

გასულ კვირას ლეონარდ კოენის პოეზიის კრებული The Flame გამოიცა, რომელიც პოეტმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა. კრებულის ერთ-ერთი ლექსია "კანიე უესტი არაა პიკასო", რომელიც 2015 წლის 2 ოქტომბრითაა დათარიღებული და სავარაუდოდ შეეხება კანიე უესტის სიტყვას ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომელშიც ის საკუთარ თავს პიკასოს ადარებს. კანიე უესტს არაერთხელ შეუდარებია საკუთარი თავი გენიალურ მხატვრებთან. 

"მე ვარ პიკასო. მე ვარ მიქელანჯელო. მე ვარ ბასკია. მე ვარ უოლტ დისნეი. მე ვარ სტივ ჯობსი"- განაცხადა მან ერთ-ერთ კონცერტზე. 2015 წელს რეპერმა ალბომი "პაბლოს ცხოვრება" გამოუშვა. 

ამერიკელმა მომღერალმა ამანდა შირესმა კოენის ლექსის სრული ვერსია Twitter-ზე გააზიარა:

 

კანიე უესტი არაა პიკასო

მე ვარ პიკასო

კანიე უესტი არაა ედისონი

მე ვარ ედისონი

მე ვარ ტესლა

ჯეი ზი არაფრის დილანი არაა

მე ყველაფრის დილანი ვარ

მე ვარ კანიე უესტის კანიე უესტი

ბოდვის კულტურის დიდი სიყალბის ერთი ბუტიკიდან მეორემდე თრევის 

კანიე უესტი

მე ვარ ტესლა

მე ვარ მისი კოჭა რომელმაც ელექტრობა ლოგინივით რბილი გახადა

მე ის კანიე უესტი ვარ რომელიც კანიე უესტს ჰგონია რომ არის

როცა სცენიდან გაპანღურებს 

მე ნამდვილი კანიე უესტი ვარ

ბევრს აღარაფერს ვაკეთებ 

არასდროს ვაკეთებდი

მე მხოლოდ ომის შემდეგ ვცოცხლდები

და ჩვენ იგი ჯერ კიდევ არ გამოგვიცდია

კომენტარები