ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტი და პროდიუსერი შონ კომბსი, იგივე Puff Daddy, Diddy, Dirty Diddy Money, P Diddy ახალ ალბომს გამოუშვებს.
უკანასკნელად რეპერმა საავტორო ალბომი 2006 წელს Press Play გამოუშვა, რომელიც Diddy-ს სახელით გამოვიდა. ახალი ალბომის სახელია The Love Album: Off the Grid, რომელიც ასევე Diddy-ს სახელით გამოვა.
კომბსმა ახალი ალბომის გამოშვება ტრეილერით დაანონსა:
ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც, მათ შორის ჯასტინ ბიბერი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები.