ფეხბურთი

მწვრთნელი: ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში არ ჩამოვა, ჯობს, ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთში დარჩება და დაისვენებს. არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ უახლოეს მატჩებში ის სხვა ფეხბურთელებისთვის გეგმავს შანსის მიცემას.

"მესისთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად, ის ნაკრებში არ ჩამოვიდეს. ამ ეტაპზე, უმჯობესია, ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ", - განუცხადა სკალონიმ FourFourTwo-ს.

არგენტინას ოქტომბერში ორი ამხანაგური მატჩი აქვს: 11 ოქტომბერს საუდის არაბეთთან და 16 ოქტომბერს ბრაზილიასთან.

კომენტარები