ავტოსაგზაო შემთხვევა

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა

flickr

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

უწყების ცნობით, მძღოლი სავარაუდოდ ნასვამი იყო.

კომენტარები